წინანდალსა და კისისხევში ნათესები და ხეხილი დაისეტყვა

17:47, 09.05.2018

სოფელ წინანდალსა და კისისხევში სეტყვა მოვიდა.​ სეტყვამ, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილი დააზიანა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, მოსავლის 10% დაზიანებულია.

„ადგილზე უკვე იმყოფებიან მერიის წარმომადგენლები და ზარალის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ადგილზე არკვევენ“, – განუცხადა პირველ არხს ნარეკლიშვილმა.

წელს კახეთში ეს სეტყვის პირველი შემთხვევაა.

მსგავსი