წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად ჩავიდა.
მეუფე შიოს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ჟურნალისტებთან ისაუბრა დეკანოზმა შალვა კეკელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების ვადებთან დაკავშირებით საპატრიარქოს ახალი ცნობები არ აქვს, თუმცა პატრიარქი ყოველდღიურად ინტერესდება საკითხით.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მათ ახალგორის დატოვების უფლებას არ აძლევდა.