წეროვანთან ავარიისას დაშავებულები „ჯეოჰოსპიტალში“ რჩებიან
წეროვანთან ავარიისას დაშავებულები „ჯეოჰოსპიტალში“ რჩებიან

წეროვანთან ავარიისას დაშავებული პირები კვლავ „ჯეოჰოსპიტალში“ რჩებიან.

მცხეთის „ჯეოჰოსპიტალის“ დირექტორის კახა გზობავას ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, აქვს მრავლობითი დაზიანება და მკურნალობას განაგრძობენ რეანიმაციაში. მეორე დაშავებულის – არასრულწლოვნის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. ორივე პაციენტს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. რაც შეეხება დანარჩენებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანის გაწერაზეც იმსჯელონ.

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ავარიის შედეგად დაშავდა 19 ადამიანი. მცხეთის ახალ სამედიცინო ცენტრში 11 დაშავებული გადაიყვანეს, რვა კი „ჯეოჰოსპიტალში“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.