წავკისი-თბილისის გზაზე ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
წავკისი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
ავარია წუხელ მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.