Washingon Examiner - აშშ-ი რუსული ნავთობის საზღვაო ბლოკადას განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი რაიან ზინკე აცხადებს, რომ აშშ-ს შეუძლია რუსეთის დაბლოკვა.
Washington Examiner-ის ცნობით, ეს განცხადება ზინკემ პიტსბურგში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„აშშ-ის ფლოტს აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყონ საზღვაო გზების ღიაობა და ასევე დაბლოკონ ეს გზები, რათა რუსეთის ნავთობი ბაზარზე არ მოხვდეს“, – განაცხადა აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ზინკეს თქმით, რუსეთის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე.
„ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რის გამოც რუსეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონშია წარმოდგენილი, ენერგორესურსების მიწოდების გზებია, რუსეთი ანალოგიურად იქცევა აღმოსავლეთ ევროპაშიც.
ზინკეს განცხადებით, აშშ-ის მთავრობა განიხილავს გზას, რომლითაც ვაშინგტონი ენერგორესურსების ბაზარზე რუსეთსა და ირანს შეავიწროვებს.