სლოვაკეთი დღეიდან უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას ისევ დაბლოკავს
სლოვაკეთი დღეიდან უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას ისევ დაბლოკავს

სლოვაკეთი დღეიდან უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების გადაადგილებას ისევ დაბლოკავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სლოვაკეთის საგზაო ტრანსპორტის გაერთიანება UNAS-ი უკრაინის საზღვართან ბლოკირებას ადგილობრივი დროით 15:00 საათიდან განაახლებს. როგორც მედია წერს, სლოვაკეთის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაადგილება არ შეიზღუდება.

მედიის ცნობით, სლოვაკეთის საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების მთავარი მოთხოვნა უკრაინელი გადამზიდავებისთვის სალიცენზიო ნებართვის აღდგენაა.

შეგახსენებთ, 6 ნოემბრიდან უკრაინის საზღვართან გადასასვლელ პუნქტებს ბლოკავენ პოლონელი გადამზიდავებიც. მათი მთავარი მოთხოვნა უკრაინული გადამზიდავებისთვის სალიცენზიო ნებართვის აღდგენაა. ამასთან, ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სანებართვო სისტემის აღდგენას ეწინააღმდეგება.