წარჩინებულ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადაეცათ [ფოტო]
წარმატებულ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადაეცათ.
სტიპენდიები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწირობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიადგილე ლია გიგაურმა იმ სტუდენტებს გადასცა, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში მაღალი ქულები მიიღეს.
გამარჯვებულები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ გვალია და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ქეთი ილურიძე გახდნენ.
ისინი სტიპენდიის სახით 300 ლარს ყოველთვიურად მიიღებენ.
„ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის დიდი ნაწილი ეძღვნება სწორედ განათლებას. განათლება არის ის ერთადერთი გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ დავამარცხით ოკუპაცია, მივაღწიოთ წარმატებას და დავიწყოთ განვითარება. ეს მისია სწორედ იმ ახალგაზრდებს ეკისრებათ, რომლებიც დღეს ცხოვრობენ ოკუპაციის გამყოფი ხაზის, მავთულხლართების ორივე მხარეს. როგორც ენგურს იქით, ასევე ენგურს გარეთ, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ასევე ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და რომლებსაც აქვთ მისია, ისწავლონ, გახდნენ უფრო ძლიერები და საკუთარი ძალებით დაამარცხონ ეს ოკუპაცია” – განაცხადა ლია გიგაურმა.
დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გასულ წელს დაარსდა.