Wallmart-ში საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი ტანსაცმელი აღარ გაიყიდება
მაღაზიათა ქსელ Wallmart-ში საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი ტანსაცმელი აღარ გაიყიდება. შესაბამისი გადაწყეტილება სუპერმარკეტის მფლობელებმა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ხელისუფლებების მოთხოვნით მიიღეს. ინფორმაცია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
ბალტიისპირეთის ქვეყნის ხელისუფლებამ ამერიკული მაღაზიების ქსელს მოუწოდა, გაყიდვიდან ამოიღოს ყველა პროდუქტი, რომელსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკა აქვს. მათი თქმით, ამ „სიმბოლოების გამოყენების დროს, საბჭოთა კავშირში არაერთი დანაშაული ჩაიდინეს“.
აშშ-ში ლიეტუვის ელჩმა Wallmart-ის მფლობელებს წერილი გაიგზავნა, სადაც განაცხადა, რომ საბჭოთა ოკუპაციის დროს ლიეტუვის ათასობით მოქალაქე დაზარალდა და ამიტომ, საბჭოთა სიმბოლიკა ადამიანებს იმ ტანჯვას ახსენებს, რომლებიც მათ გადაიტანეს.
როგორც ლიეტუვის საგარეო უწყებაში განაცხადეს, საპასუხო წერილში Wallmart-ს ხელმძღვანელებმა საბჭოთა სიმბოლიკიანი პროდუქციის გაყიდვიდან ამოღების პირობა დადეს.