ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაცია ერთად უნდა მოითხოვონ

23:42, 18.09.2019

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაცია ერთად უნდა მოითხოვონ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ისტორიული ასპექტების გათვალისწინება და ზარალის შეფასება.

„თუ არსებობს ზიანი, დაზარალებულები და მსხვერპლი, შესაბამისად არიან დამნაშავეებიც“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა რამდენიმე წლის წინ მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც საბჭოთა ოკუპაციისთვის კომპენსაციის მოთხოვნას ითვალისწინებს.

მსგავსი