ლიეტუვაში ყოფილი საბჭოთა მაღალჩინოსნები დაუსწრებლად გაასამართლეს
ლიეტუვაში ყოფილი საბჭოთა მაღალჩინოსნები დაუსწრებლად გაასამართლეს

ვილნიუსის სასამართლომ საბჭოთა კავშირის ყოფილ თავდაცვის მინისტრს დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დიმიტრი იაზოვი სამხედრო დანაშაულთა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დამნაშავედ ცნეს.

მასთან ერთად, 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ოფიცერს, მიხაილ გოლოვატოვს.

საქმე ეხება 1991 წლის 13 იანვრის მოვლენებს, რა დროსაც საბჭოთა მედესანტეებმა შტურმით აიღეს ვილნიუსის სატელევიზიო ანძა და ტელეცენტრი. შტურმის დროს დაიღუპა 14 ადამიანი, 600-ზე მეტი კი, დაიჭრა. აღნიშნულ მოვლენებსწინ ლიეტუვას დამოუკიდებლობის აღდგენა უძღოდა.

იაზოვთან ერთად საბჭოთა აგრესიის განხორციელებაში ბრალი რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის 67 მოქალაქეს აქვს წაყენებული. მათ უმეტესობას დაუსწრებლად ასამართლებენ. სასამართლოს წინაშე რუსეთის მხოლოდ ორი მოქალაქე წარდგა.