წალენჯიხის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში „სუბარუს“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ორ მოქალაქეს დაეჯახა. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
გარდაცვლილი და დაშავებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარის მცხოვრებლები არიან.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია და წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.