წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში მთაზე ხანძარია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში მთაზე ხანძარია

ხანძარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში მთის ფერდობზე. ხანძარი მიუვალ ადგილას არის, ამიტომ ვერ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება.

როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ცოტნე შონიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ხანძარი ფაქტობრივად აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართანაა. მისივე თქმით, მოსახლეობას საშიშროება არ ემუქრება.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება.