წალენჯიხიდან ფოთის ცხელების ცენტრში გადაყვანილ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
38 წლის პაციენტს, რომელიც საეჭვო სიმპტომებით წალენჯიხიდან ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში მოათავსეს, ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ექიმების განცხადებით, პაციენტს მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა და ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტების სიაშია.
„პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ლუგარის ლაბორატორიაში. ახლახან მივიღეთ სასიხარულო ინფორმაცია, მას არ აღმოაჩნდა კორონავირუსი. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.