წალენჯიხიდან ფოთის ცხელების ცენტრში გადაყვანილ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

21:46, 06.04.2020

38 წლის პაციენტს, რომელიც საეჭვო სიმპტომებით წალენჯიხიდან ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში მოათავსეს, ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ექიმების განცხადებით, პაციენტს მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა და ერთ-ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტების სიაშია.

„პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ლუგარის ლაბორატორიაში. ახლახან მივიღეთ სასიხარულო ინფორმაცია, მას არ აღმოაჩნდა კორონავირუსი. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი