ვულკანის განმეორებით ამოფრქვევის შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიამ კუნძულ ბალიზე ორმხრივი ფრენები გააუქმა
ვულკანის განმეორებით ამოფრქვევის შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიამ კუნძულ ბალიზე ორმხრივი ფრენები გააუქმა

რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიამ კუნძულ ბალიზე ორმხრივი ფრენები გააუქმა ვულკანის განმეორებით ამოფრქვევის შემდეგ, რომლის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რეისების გაუქმების შემდეგ მგზავრები, რომლებიც კუნძულიდან გამოფრენას ცდილობდნენ, აეროპორტში დარჩნენ და ფრენების განახლებას ელოდებიან.

3 ნოემბერს ლევოტობი ლაკი-ლაკის ამოფრქვევამ, რომელიც კუნძულ ბალიდან დაახლოებით 800 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სულ მცირე, ცხრა ადამიანი იმსხვერპლა. მას შემდეგ ვულკანი მრავალჯერ ამოიფრქვა, მათ შორის, გასულ ღამეს რამდენჯერმე.

4-დან 12 ნოემბრის შუალედში კუნძულ ბალიზე 80 ფრენა გაუქმდა, მათ შორის სინგაპურიდან, ჰონგ კონგიდან და ავსტრალიის რამდენიმე ქალაქიდან.

მედიის ცნობით, ლევოტობიდან ამოფრქვეულმა ფერფლმა 10 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და მიმდებარე ტერიტორიები დაფარა.