„ჯორჯიან ეარვეისი“ 20 აპრილიდან თელ ავივის მიმართულებით ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს განაახლებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ 20 აპრილიდან თელ ავივის მიმართულებით ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს განაახლებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 20 აპრილიდან ისრაელის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, პირდაპირი რეისები თელ ავივის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღე შესრულდება.

მათივე ცნობით, ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება.

„ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. ფრენები შესრულდება „ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით, მგზავრებისთვის კომფორტულ დროს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებსაიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.