ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, რომელმაც ბრიტანეთთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას „არაჯანსაღი სარკაზმი“ უწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, რომელმაც ბრიტანეთთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას „არაჯანსაღი სარკაზმი“ უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო, რომელმაც ბრიტანეთთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას „არაჯანსაღი სარკაზმი“ უწოდა.

ზელენსკის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პრისტაიკო გათავისუფლებულია ორი თანამდებობიდან, როგორც უკრაინის სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ასევე, როგორც, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენელი.

ცნობისთვის, ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ბენ უოლესმა ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე უკრაინას მოუწოდა, მეტი მადლიერება გამოეხატა პარტნიორების მიმართ გაწეული სამხედრო მხარდაჭერისთვის.

საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ყოველთვის მადლიერია დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეული დახმარების.

„შეგვიძლია, ყოველ დილით, გაღვიძებისას მადლობა ვუთხრათ პირადად მინისტრს. ბრიტანეთი ჩვენი პარტნიორია, ჩვენ მათი მადლიერები ვართ, შესაძლოა, მინისტრს რამე განსაკუთრებული სურს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ამ კომენტარს პრისტაიკომ „არაჯანსაღი სარკაზმი“ უწოდა.