ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლიერების გამოხატვაზე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის პრეტენზიას უპასუხა – შემიძლია, ყოველ დილით დავურეკო და მადლობა გადავუხადო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბელ უოლესის პრეტენზიას პასუხობს.
შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსის სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე, რომელშიც ბენ უოლესმა უკრაინელებს ურჩია, მეტად მადლიერები იყვნენ სამხედრო მხარდაჭერისთვის.
„ჩემი აზრით, ჩვენ ყოველთვის მადლიერები ვიყავით გაერთიანებული სამეფოსი, ყოველთვის ვიყავით მადლიერები პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის. მე, უბრალოდ, არ ვიცი, რას გულისხმობს მინისტრი, კიდევ როგორ უნდა გადავუხადოთ მადლობა. მომწეროს. შეგვიძლია, ყოველ დილით, გაღვიძებისას მადლობა ვუთხრათ პირადად მინისტრს. ბრიტანეთი ჩვენი პარტნიორია, ჩვენ მათი მადლიერები ვართ, შესაძლოა, მინისტრს რამე განსაკუთრებული სურს. მეჩვენება, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ მადლიერები ვართ ხალხის. საბოლოო ჯამში, ხალხის მხარდაჭერა მოქმედებს ნებისმიერი ქვეყნის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.