ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის „პატრიოტის“ დამატებით შვიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, მაშინ ხალხი ხარკოვში, ხერსონსა და ოდესაში არ დაიღუპებოდა
უკრაინისთვის დამატებით „პატრიოტის“ ტიპის შვიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, მაშინ ხალხი ხარკოვში, ხერსონსა და ოდესაში არ დაიღუპებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიგაში, მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იარაღის მიწოდების შეფერხება რუსეთის მიერ უამრავი ადამიანის მკვლელობას იწვევს.
„ჩვენ გვსურს, ჩვენი პარტნიორები იყვნენ რეალისტები და გაიგონ, როგორ მოქმედებს ეს ვადები ჩვენს რისკსა და ზარალზე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა შორი მოქმედების საიდუმლო იარაღზე, რომელმაც ერთ დღეში 26 რუსული ვერტმფრენი და 12 თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ფრონტზე ფართო ნაბიჯებით ვერ მიიწევს წინ, რადგან ვერ აკონტროლებს ცას.
„ფრონტზე ძალიან რთული მდგომარეობაა. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი. რუსები თუ ვერ გააკონტროლებდნენ ჰაერს და ჩვენ გვექნებოდა საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები, გავანადგურებდით მათ თვითმფრინავებს. ჩვენ ეს ვცადეთ, ეს მუშაობს. როცა მათ ცაში ანადგურებ, წინ მიიწევ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.