ვოლოდიმირ ზელენსკი - როგორც ნატო-ს წევრი, უკრაინა შეძლებს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როგორც ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, უკრაინა შეძლებს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი.
ამის შესახებ ზელენსკიმ ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„ჩვენს არმიას აქვს ფასდაუდებელი გამოცდილება რუსული აგრესიისგან თავდაცვის საკითხში“, – წერს ზელენსკი.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, მან მადლობა გადაუხადა ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს კიევის უსაფრთხოების პაკეტის შემუშავებაში დახმარებისთვის, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველი გახდა და ითვალისწინებდა უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს.
„ჩვენ უკვე მივაღწიეთ პირველ შედეგებს ამ გზაზე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.