ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა აბსოლუტურად ენდობა პოლონეთს, ჩეხეთსა და სლოვენიას, ამ დამოუკიდებელი ევროპული ქვეყნების ლიდერები აქ არიან, რომ მხარი დაგვიჭირონ
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა აბსოლუტურად ენდობა პოლონეთს, ჩეხეთსა და სლოვენიას, ამ დამოუკიდებელი ევროპული ქვეყნების ლიდერები აქ არიან, რომ მხარი დაგვიჭირონ

უკრაინა აბსოლუტურად ენდობა პოლონეთს, ჩეხეთსა და სლოვენიას, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში უკრაინელების მხარდასაჭერად იმყოფებიან.

„როცა ბევრმა ელჩმაც კი დატოვა ქვეყანა ჩვენს მიწაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის გამო, ამ პატივცემულ ხალხს – დამოუკიდებელი ევროპული ქვეყნების ლიდერებს, არაფრის ეშინიათ, უფრო მეტად ჩვენი ბედის ეშინიათ, და აქ არიან, რომ მხარი დაგვიჭირონ. ეს დიდი, ვაჟკაცური, სწორი და მეგობრული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მეგობრებით, ასეთი ქვეყნებით, ასეთი მეზობლებით და პარტნიორებით ჩვენ ნამდვილად შევძლებთ გამარჯვებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ ქვეყნის ლიდერებს აბსოლუტურად ვენდობით და ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, ევროკავშირში ჩვენს მომავალზე, ან ვსაუბრობთ სასანქციო პოლიტიკაზე, ჩვენ 100 %-ით ვიცით, რომ ყველაფერი რასაც განვიხილავთ, რეალურად მივა ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიურ მიზნამდე, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კიევში უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად სამი ქვეყნის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები გუშინ ჩავიდნენ.