„ბიბისი“ – დიდი ბრიტანეთი არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანული „შტორმ შადოუს“ რაკეტა გამოიყენა

21:12, 20.11.2024

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანული „შტორმ შადოუს“ რაკეტა გამოიყენა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჯონ ჰილიმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის ქმედებები თავისთავად მეტყველებს და ამ ეტაპზე არ შეუძლია, რაიმე დამატებით ოპერაციულ დეტალებზე საუბარი.

მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ ესაუბრა უკრაინელ კოლეგას, რომელთანაც განიხილა უკრაინის პასუხი რუსეთის ბოლოდროინდელ ესკალაციაზე და დიდი ბრიტანეთის გეგმაზე, რათა დაეხმაროს უკრაინას 2025 წელს.

ცნობისთვის, „ბლუმბერგი“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ რუსეთის ტერიტორია ბრიტანული „შტორმ შადოუს“ რაკეტებით პირველად დაბომბა.

მსგავსი