პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში იმყოფებიან
პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში იმყოფებიან

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ვიზიტის მიზანი უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოხატვაა. ამის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ დაწერა.

„ზუსტად აქ, ომით განადგურებულ კიევში იწერება ისტორია. სწორედ აქ თავისუფლება ებრძვის ტირანიას. სწორედ აქ ჩვენი, ყველას მომავალი ბეწვზე კიდია. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რომელსაც შეუძლი, მეგობრობის იმედად იყოს, სწორედ ამ გზავნილით ჩამოვედით ჩვენ კიევში“,- წერს პოლონეთის პრემიერი.