ვოლოდიმირ ზელენსკი - უდიდესი იმედგაცრუებაა, როდესაც ხედავ, როგორ ეხუტება მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიის ლიდერი ნარენდრა მოდი მოსკოვში მსოფლიოში ყველაზე სისხლიან კრიმინალს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უდიდესი იმედგაცრუებაა, როდესაც ხედავ, როგორ ეხუტება მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიის ლიდერი ნარენდრა მოდი მოსკოვში მსოფლიოში ყველაზე სისხლიან კრიმინალს

უდიდესი იმედგაცრუება და სამშვიდობო ძალისხმევისთვის დამღუპველი დარტყმაა, როდესაც ხედაც, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიის ლიდერი მოსკოვში მსოფლიოში ყველაზე სისხლიან კრიმინალს ეხუტება, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ინდოეთის ლიდერის, ნარენდრა მოდის შეხვედრას.

ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის ლიდერს საკუთარ სახლში, ნოვო-ოგარიოვოში უმასპინძლა, სადაც ლიდერები მისალმების დროს ერთმანეთს ჩაეხუტნენ.

ინდოეთის ლიდერმა სოციალურ ქსელში პუტინთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები გაავრცელა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ნარენდრა მოდი, რომელიც ივნისში მესამე ვადით აირჩიეს, მოსკოვში ბოლოს 2015 წელს იმყოფებოდა. მას შემდეგ ის პუტინს საერთაშორისო სამიტებზე რამდენჯერმე შეხვდა, ასევე, მასთან სატელეფონო საუბარი გაუმართავს.