ვოლოდიმირ ზელენსკი - შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა მნიშვნელოვანია უკრაინისთვის
მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის პრეზიდენტს და თურქ ხალხს მათი ძლიერი მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანუტარული დახმარება უკრაინისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.
„უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს“, – წერს ზელენსკი.