ვოლოდიმირ ზელენსკი – შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა მნიშვნელოვანია უკრაინისთვის
მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის პრეზიდენტს და თურქ ხალხს მათი ძლიერი მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა და მნიშვნელოვანი სამხედრო და ჰუმანუტარული დახმარება უკრაინისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.
„უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს“, – წერს ზელენსკი.
I thank my friend Mr. President of 🇹🇷 @RTErdogan and the people of 🇹🇷 for their strong support. The ban on the passage of 🇷🇺 warships to the Black Sea and significant military and humanitarian support for 🇺🇦 are extremely important today. The people of 🇺🇦 will never forget that!
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 26, 2022