ვოლოდიმირ ზელენსკი - მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს საზენიტო და საჰაერო თავდაცვის სისტემას, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინისთვის უფრო მძლავრი სისტემები მივიღოთ
ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს საზენიტო და საჰაერო თავდაცვის სისტემას, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინისთვის უფრო თანამედროვე და მძლავრი სისტემები მივიღოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ ვამზადებთ შეთანხმებებს, რომლებიც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს და მისცემს უკრაინას მეტ ოპერატიულ შესაძლებლობებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, სიტუაცია დონბასში და ფრონტის ხაზზე მშვიდი არ არის და თითოეული მეტრის მოპოვება რთულია.
„რუსეთი დონბასში ქალაქს ქალაქზე ანადგურებს, როგორც მარიუპოლში, ვოლნოვახაში და ბახმუტში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.