უკრაინული მედიის ცნობით, ღამით რუსეთი ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის რეგიონებს დაესხა თავს, არიან დაღუპულები

10:30, 11.11.2024

ღამით რუსეთი ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის რეგიონებს დაესხა თავს. შედეგად, ნიკოლაევის რეგიონში ხუთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ერთი ადამიანი.

თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. განადგურდა ავტომობილები, მაღაზიები, ელექტროგადამცემი ხაზები.

პარალელურად, რუსულმა ჯარებმა სამი საავიაციო დარტყმა მიაყენეს ზაპოროჟიეს. დაიღუპა ერთი ადამიანი, 21 კი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.

მსგავსი