ვოლოდიმირ ზელენსკი – მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს საზენიტო და საჰაერო თავდაცვის სისტემას, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინისთვის უფრო მძლავრი სისტემები მივიღოთ

00:23, 15.12.2022

ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს საზენიტო და საჰაერო თავდაცვის სისტემას, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინისთვის უფრო თანამედროვე და მძლავრი სისტემები მივიღოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ ვამზადებთ შეთანხმებებს, რომლებიც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს და მისცემს უკრაინას მეტ ოპერატიულ შესაძლებლობებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, სიტუაცია დონბასში და ფრონტის ხაზზე მშვიდი არ არის და თითოეული მეტრის მოპოვება რთულია.

„რუსეთი დონბასში ქალაქს ქალაქზე ანადგურებს, როგორც მარიუპოლში, ვოლნოვახაში და ბახმუტში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი