ვოლოდიმირ ზელენსკი - მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, უკრაინას შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, უკრაინას შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება

მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, უკრაინას სჭირდება სრულად დაცვის შესაძლებლობები, შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკი პარტნიორებს ასევე სთხოვს, მიაწოდონ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და ჭურვები.

„ამ დღეებში ვაშინგტონში ჩვენი უკრაინული დელეგაცია მუშაობს: პირველი ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის წარმომადგენლები, ოფისის ხელმძღვანელი. შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა დონეზე და ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი სწორედ ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობებია, რათა თავიდან ავიცილოთ ეს ტერორი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსული ტერორის შეჩერება მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი – „დარტყმებით რუსულ სამხედრო აეროდრომებზე, მათ ბაზებზე, რუსული ტერორის ლოგისტიკაზე“.