ხორვატიის პრემიერ-მინისტრი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ანდრეი პლენკოვიჩი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, პლენკოვიჩი მოგვიანებით შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს, რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკსა და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებს.
დელეგაციასთან ერთად ხორვატიის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ყირიმის პლატფორმის“ სხდომაში.
პლენკოვიჩთან ერთად უკრაინაში იმყოფებიან ხორვატიის მეცნიერებისა და განათლების მინისტრი რადოვან ფუკსი, ადმინისტრაციის, იუსტიციისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი დამირ ჰაბიანი და საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან გრლიჩ რადმანი.
შეგახსენებთ, კიევში იმყოფებიან ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა.