ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში, „რამშტაინის“ სამხედრო ბაზაზე ჩავიდა,

„ჩავედი „რამშტაინის“ ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამში“.

მისი თქმით, უკრაინა ელოდება მოკავშირეების „გადაწყვეტილებას“ და საშუალებებს, რომლებიც დაეხმარება კიევს რუსეთის „საჰაერო ტერორის“ შეჩერებაში.

„საჭიროა, დაანონსებული დახმარების პაკეტებიდან ყველა იარაღი ბოლოს და ბოლოს მოხვდეს საბრძოლო ბრიგადებში“, – დაწერა ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თხოვნა, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების აუცილებლობის შესახებ, რაც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „სამართლიან მშვიდობას მოაახლოებს“.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ აპირებს შეხვდეს აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებს.

გერმანიიდან ზელენსკი იტალიაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.