ვოლოდიმირ ზელენსკი - ემოციურად მზად ვარ რუსეთის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომისთვის
ემოციურად მზად ვარ რუსეთის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უკრაინის ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის განწყობის ცვლილებაზე.
„მე მზად უნდა ვიყო, ჩემი გუნდი მზად უნდა იყოს ხანგრძლივი ომისთვის და ემოციურად მზად ვარ…ისეთი ინტუიცია მაქვს, რომ ვკითხულობ, მესმის და ვხედავ მათ თვალებს, როცა ამბობენ: „ჩვენ მუდამ თქვენთან ვიქნებით“. მაგრამ მე ვხედავ, რომ ის აქ არ არის, ჩვენთან არ არის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.