ვოლოდიმირ ზელენსკი - ცოტა დრო გვაქვს, მომდევნო რამდენიმე თვე ომში გადამწყვეტი იქნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ცოტა დრო გვაქვს, მომდევნო რამდენიმე თვე ომში გადამწყვეტი იქნება

ცოტა დრო გვაქვს, მომდევნო რამდენიმე თვე ომში გადამწყვეტი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Golden Plate Award-ის დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბევრი დრო არ გვაქვს. ამ ომში მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება, რუსეთის ომში უკრაინისა და ყველას წინააღმდეგ, რადგან ეს არის რუსეთის ომი თავისუფლების წინააღმდეგ. ცოტა დრო გვაქვს იმის განსაზღვრისთვის, რა იქნება მისი შედეგი, და ეს ჩვენ უნდა განვსაზღვროთ და არა – რუსეთმა და მისმა სისხლიანმა მოკავშირეებმა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა „გამარჯვების გეგმის“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტს წარუდგენს.

„მე წარვადგენ ამ გეგმას აშშ-ის წინაშე: პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესის, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის, კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის, და ჩვენი ყველა გლობალური პარტნიორის წინაშე. მჯერა, ეს გახდება ჩვენი საერთო მიღწევა თავისუფლებისთვის, თავისუფლების სანაცვლოდ ყოველგვარი კომპრომისის გარეშე

დღევანდელი მსოფლიო არ გვაძლევს უფლებას, წავაგოთ არცერთი ბრძოლა, როდესაც ერთ მხარეს არის თავისუფლება, ხოლო მეორე მხარეს – ყველაფერი ის, რასაც ჩვენ არასდროს ვუსურვებდით ჩვენს შვილებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.