უკრაინული მედიის ცნობით, კრამატორსკში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

00:47, 23.09.2024

კრამატორსკში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის არის 16 წლის გოგონა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.

ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, უკრაინის დონეცკის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კრამატორსკში თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი.

დონეცკის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დარტყმები, სავარაუდოდ, „ტორნადოს“ ტიპის რეაქტიული სისტემით განახორციელეს. აფეთქების ეპიცენტრში დასახლებული უბანი მოხვდა.

მსგავსი