უკრაინული მედიის ცნობით, კრამატორსკში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
კრამატორსკში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის არის 16 წლის გოგონა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.
ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, უკრაინის დონეცკის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კრამატორსკში თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი.
დონეცკის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დარტყმები, სავარაუდოდ, „ტორნადოს“ ტიპის რეაქტიული სისტემით განახორციელეს. აფეთქების ეპიცენტრში დასახლებული უბანი მოხვდა.