ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ შევთავაზეთ დახმარება სლოვაკეთის ხალხს რუსეთიდან გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან ადაპტაციის პერიოდში, მაგრამ ფიცომ ქედმაღლურად უარი განაცხადა

22:51, 12.01.2025
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს კრიტიკულ განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მან უარი განაცხადა კიევის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შედეგების შესამსუბუქებლად.

„კარგია, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ფიცო უკვე დაბრუნდა ვიეტნამის ძვირადღირებული სასტუმროდან და ბრატისლავაში იმყოფება. პირადად მისთვის ეს რთული უნდა იყოს – ფუფუნებაში ცხოვრებიდან გადასვლა საკუთარი შეცდომების გამოსწორების მცდელობაზე“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერის შეცდომად დაასახელა რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელების იმედი.

„ჩვენ შევთავაზეთ დახმარება სლოვაკეთის ხალხს რუსეთიდან გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან ადაპტაციის პერიოდში, მაგრამ ფიცომ ქედმაღლურად უარი განაცხადა. ევროპაში ბევრი აფრთხილებდა მას, რომ არ შეიძლება უბრალოდ არაფრის კეთება და ლოდინი. ახლა ის ცდილობს, პიარით, სიცრუითა და ხმაურიანი ბრალდებებით გადააბაროს პასუხისმგებლობა სხვას. მაგრამ პრობლემა სწორედ ისაა, რომ მან ფსონი დადო მოსკოვზე და არა საკუთარ ქვეყანაზე, გაერთიანებულ ევროპასა და საღ აზრზე. ეს თავიდანვე განწირული ფსონი იყო“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში ენერგიის მიწოდების ახალი წყაროების მოძიება, ევროკავშირთან თანამშრომლობა და ამერიკული გაზის მიწოდების გაზრდა დაეხმარება იმ პრობლემების მოგვარებაში, რაც „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ახლომხედველობამ გამოიწვია“.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინა, როგორც არასაიმედო პარტნიორი, მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ მობეზრდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპაში სიარული, მისი „მათხოვრობა“ და „სხვების შანტაჟი“. ამასთან, სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ განაცხადა, რომ უარს ამბობს კიევში ოფიციალურ ვიზიტზე უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო.

მსგავსი