ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ნიდერლანდებისგან 42 ერთეულ F-16-ის ტიპის გამანადგურებელს მიიღებს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ნიდერლანდებისგან 42 ერთეულ F-16-ის ტიპის გამანადგურებელს მიიღებს

უკრაინა ნიდერლანდებისგან წვრთნების დასრულების შემდეგ 42 ერთეულ F-16-ის ტიპის გამანადგურებელს მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უკრაინის საჰაერო ფარის გასაძლიერებლად. F-16-ები, ეს თვითმფრინავები გამოყენებული იქნება რუსი ტერორისტებისგან უკრაინული ქალაქების დასაცავად. პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე და მე შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომლებიც უკრაინას პილოტებისა და ინჟინრების ტრენინგის დასრულების შემდეგ გადაეცემა. 42 თვითმფრინავი, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – აღნიშნავს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-მა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა გასცა.