ვოლკან ბოზკირი - რუსული საზენიტო კომპლექსების შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს შესაძლოა, F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები აღარ გადასცეს
C-400 რუსული საზენიტო კომპლექსების შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს შესაძლოა, F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები აღარ გადასცეს. ამის შესახებ თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა.
„აშშ C-400-ს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. კონგრესში სარაკეტო კომპლექსებსა და თვითმფრინავებს ერთმანეთს უკავშირებენ. სენატორები ამაზე ღიად არ საუბრობენ, თუმცა მათ მრჩევლებთან საუბრისას სიგნალები მოდის. სარაკეტო სისტემა და თვითმფრინავები სხვადასხვა თემაა. აშშ ღიად არ იმუქრება, თუმცა ჯოხს ფარულად აჩვენებს“, – აღნიშნა ვოლკან ბოზკირმა.
თურქეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ანკარა მზადაა, ვაშინგტონთან Patriot საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების განთავსების საკითხი განიხილოს.