გერმანიის იარაღის მწარმოებელი კომპანია „რაინმეტალი“ ამერიკული ავიაგამანადგურებლების, „F-35“-ის ნაწილების საწარმოებლად ქარხნის მშენებლობას იწყებს
გერმანიის იარაღის მწარმოებელი კომპანია „რაინმეტალი“ ამერიკული ავიაგამანადგურებლების, „F-35“-ის ნაწილების საწარმოებლად ქარხნის მშენებლობას იწყებს

გერმანიის იარაღის მწარმოებელი კომპანია „რაინმეტალი“ ამერიკული ავიაგამანადგურებლების, „F-35“-ის ნაწილების საწარმოებლად ქარხნის მშენებლობას იწყებს. ქარხანა ქალაქ ვეცეში აშენდება და წარმოება 2025 წლიდან დაიწყება.

პროექტის ღირებულება 200 მილიონი დოლარია, ტერიტორია კი 60 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს.

ქარხანა 400-მდე თვითმფრინავისთვის კორპუსის დეტალებს დაამზადებს. მათგან 35 ერთეული კი გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვისაა განკუთვნილი.

„რაინმეტალი“ ამერიკული კომპანია „ლოქჰიდ მარტინის“ პარტნიორია, კომპანიის, რომელიც აღნიშნულ ავიაგამანადგურებლებს „ნორთროპ გრუმანთან“ ერთად აწარმოებს.