ვოლფგანგ იშინგერი - მიუნხენის კონფერენცია შესანიშნავი საშუალებაა, რათა წინ წამოიწიოს ევროპის უსაფრთხოებისთვის საკითხებმა
ვოლფგანგ იშინგერი - მიუნხენის კონფერენცია შესანიშნავი საშუალებაა, რათა წინ წამოიწიოს ევროპის უსაფრთხოებისთვის საკითხებმა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია შესანიშნავი საშუალებაა, რათა ნებისმიერი შესაძლებლობით წინ წამოიწიოს ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანმა საკითხებმა, – ამის შესახებ მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა განაცხადა.

„აქ არის ტრამპის ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსანი, აქ არის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დღის მეორე ნახევარში მიიღებს მონაწილეობას დისკუსიაში. აქ გვყავს ნატო-ს გენერალური მდივანი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი. რაც უნდა გავაკეთოთ, ყველას ვაჩვენოთ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობასა და სტაბილურობაში ცხოვრება . ეს არის ჩვენი მიზანი. გერმანიაში ყოველთვის ვამბობთ, რომ უსაფრთხოების არქიტექტურას ვერ ააშენებ რუსეთის გარეშე, მთავარი შეკითხვაა, შედის თუ არა რუსეთი იმ სისტემაში, სადაც ყველასთვის ერთი და იგივე წესები არსებობს და სადაც ყველა ერთი და იმავე ინსტიტუტის წევრია“, – განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა.