მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მარცვლეულთან დაკავშირებული დავის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს
მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მარცვლეულთან დაკავშირებული დავის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს

მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია, ქვეყნებს შორის შეწყდეს მარცვლეულთან დაკავშირებული დავა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა სიტუაციის მოგვარება. მისივე თქმით, ვარშავას არ სურს, პოლონელი ფერმერებისთვის სიტუაცია მძიმე ტვირთად იქცეს.

„მიზეზი, რის გამოც სატვირთო ტრანსპორტირება ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არის ის, რომ უკრაინამ ვერ შეძლო თავისი საქონლის ექსპორტი ზღვით და იგივე სიტუაციაა მარცვეულზეც. თუ ჩვენ ნამდვილად და ჭეშმარიტად აღვადგენთ უკრაინის კონტროლს დასავლეთ შავ ზღვაზე, ეს ასევე ხელს შეუწყობს ამ საკითხების მოგვარებას“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

საპასუხოდ, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ კონფერენციაზე განაცხადა, რომ არსებული სიტუაცია უნდა გამოსწორდეს.

„ორივე მხრიდან არის ლეგიტიმური მესიჯები. ვფიქრობ, ამ საკითხების მოგვარებაში მთავარი წვლილი უკრაინამ შეიტანა, რადგან ჩვენ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას და ახლა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გატარება მარტივად შეიძლება. ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები მეზობელ ქვეყნებში ექსპორტის კონტროლის უზრუნველსაყოფად. ასე რომ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. მე ვფიქრობ, ჩვენ, ყველანი, მზად ვართ ამის გასაკეთებლად“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.