ვოლფგანგ იშინგერი - ევროპა გარშემორტყმულია ცეცხლის რკალით, სისხლიანი კონფლიქტებით აღმოსავლეთში - უკრაინაში, კავკასიის რეგიონსა და ხმელთაშუაზღვისპირეთში
ვოლფგანგ იშინგერი - ევროპა გარშემორტყმულია ცეცხლის რკალით, სისხლიანი კონფლიქტებით აღმოსავლეთში - უკრაინაში, კავკასიის რეგიონსა და ხმელთაშუაზღვისპირეთში

ევროპა გარშემორტყმულია ცეცხლის რკალით, სისხლიანი კონფლიქტებით აღმოსავლეთში – უკრაინაში, კავკასიის რეგიონსა და ხმელთაშუაზღვისპირეთში, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა, ფორუმის გახსნისას განაცხადა.

გერმანელი პოლიტიკოსის თქმით, დიდი ძალების კონკურენცია სერიოზულად დაბრუნდა. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და ინსტიტუციური ჩარჩო თავდასხმის ქვეშაა.

„გერმანიაში ბევრი ფიქრობდა, რომ ცივი ომის შემდეგ, 30 წლის გერმანიის სასწაულებრივი გაერთიანების შემდეგ, ჩვენ სამუდამო მშვიდობაში და ჰარმონიაში ვიქნებოდით, რადგან უკვე მეგობრების გარემოცვაში ვიყავით. როდესაც ჩვენ ვუყურებთ დღეს ევროპას, აღმოვაჩენთ, რომ ევროპა გარშემორტყმულია ცეცხლის რკალით. სისხლიანი კონფლიქტებით აღმოსავლეთში – უკრაინაში, კავკასიის რეგიონში და ასევე სამხრეთში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და ჩვენს აფრიკულ სამეზობლოში. დიდი ძალების კონკურენცია სერიოზუად დაბრუნდა. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და ინსტიტუციური ჩარჩო თავდასხმის ქვეშაა. ჩვენ წინაშეა ასევე მასობრივი კლიმატური ცვლილელები და პანდემია პოტენციური მცოცავი ეფექტებით გლობალურ სტაბილურობაზე, კეთილდღეობასა და ადამიანის უფლებებზე. მსოფლიო განსაკუთრებით დასავლეთი წესებზე ნაკლებად დაფუძნებული და ნაკლებად ღირებულებითი გახდა. დღეს ჩვენ უნდა დავინახოთ, თუ როგორ შეგვიძლია ავაშენოთ თავიდან ტრანს-ატლანტიკური პარტნიორობა და მოვახდინოთ მისი რეფორმირება. როგორ შეგვიძლია გავაერთიანოთ ძალები გლობალურ გამოწვევების დასაძლევად, როგორიცაა: კლიმატური ცვლილებები და ამჟამინდელი პანდემია“ , – განაცხადა იშინგერმა.