ვლადიმირ ზელენსკის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 40 ათასი სამხედრო განათავსა
ვლადიმირ ზელენსკის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 40 ათასი სამხედრო განათავსა

ვლადიმირ ზელენსკის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 40 ათასი სამხედრო განათავსა და ამდენივე რუსი ჯარისკაცი იმყოფება ყირიმშიც. ეს განცხადება უკრაინის ლიდერის წარმომადგენელმა, იულია მენდალმა სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პარალელურად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის საზღვრებიდან. კიევი მოსკოვს ვენის დოკუმენტის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს, რომელიც ეუთო-მ 2011 წელს მიიღო. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით, რუსეთს გადაეგზავნა მოთხოვნა, რომ „რუსეთმა განმარტოს უკრაინის საზღვრის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედროების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზები“, თუმცა უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „რუსეთმა უარი თქვა ასეთი ინფორმაციის გადაცემაზე“.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთმა ასევე უარი თქვა დამატებით მოწოდებებზე, გამართულიყო კონსულტაციები.