ვლადიმირ ზელენსკიმ მეუღლესთან ერთად 2014 წელს ევრომაიდანის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ და მისმა მეუღლემ 2014 წელს ევრომაიდანის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ მაიდანზე გარდაცვლილთა სახელები. ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ გავარკვიოთ ყველა დამნაშავის სახელი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ავაშენოთ სწორედ ის ქვეყანა, რომლისთვისაც მათ სიცოცხლე გაწირეს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
2014 წლის 18-20 თებერვალს კიევის ცენტრალურ ნაწილში დაუდგენელმა სნაიპერებმა ევრომაიდანის 100 მონაწილე მოკლეს.