ვლადიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, საგანგებო სხდომის გამართვის გადაწყვეტილება მან რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით და გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან სატელეფონო კონსულტაციების გამართვის შემდეგ მიიღო.
„რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, მე გავმართე საგანგებო კონსულტაციები ემანუელ მაკრონთან, ოლაფ შოლცთან და მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა“ , – წერს ვლადიმირ ზელენსკი.
უკრიანული მედიის ცნობით, სხდომა კიევის დროით 20:00 საათზეა დანიშნული.
აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბრები გამართეს ვლადიმერ პუტინთან.