ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა ომს არ დაიწყებს პირველი, მაგრამ უკრაინა ყოველთვის იდგება ბოლომდე
ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა ომს არ დაიწყებს პირველი, მაგრამ უკრაინა ყოველთვის იდგება ბოლომდე

ჩვენი პრინციპი მარტივია, უკრაინა ომს არ დაიწყებს პირველი, მაგრამ უკრაინა ყოველთვის იდგება ბოლომდე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

„ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ესკალაცია გარდაუვალია? არა. სურს უკრაინას ომი? არა. მზადაა, თუ არა უკრაინა ომისთვის? – კი. შეწყვეტს თუ არა უკრაინა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას? -არასდროს. დაიცავს თუ არა უკრაინა თავს? – ყოველთვის. ჩვენი პრინციპი მარტივია: უკრაინა ომს არ დაიწყებს პირველი, მაგრამ უკრაინა ყოველთვის იდგება ბოლომდე“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

​ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა ყურადღებით მიუდგნენ ინფორმაციის წყაროებს და არ უსმინონ პოლიტიკოსებს.

„უნდა გვეშინოდეს? – არა, რადგან 2021 წლის უკრაინა ძალიან განსხვავდება 2014 წლის უკრაინისგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ კარგად იცის, როგორ მოიქცეს ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში.