ვლადიმირ ზელენსკი - რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე ჩვენ ომს ვერ შევაჩერებთ
რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე ჩვენ ომს ვერ შევაჩერებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დონბასში ომის შეჩერება ასევე შეუძლებელია უკრაინის არმიის გარეშე, თუმცა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის არ ეშინია.
„სიმართლე უნდა ვთქვათ. რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების გარეშე ომს ვერ შევაჩერებთ და ახლა ეს ყველამ აღიარა. ყველა გარეპარტნიორი და ზოგიერთი შიგნით ამას არ აღიარებს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ვიცით, რომ ძლიერი არმია გვყავს და არ გვეშინია ახლა ერთმანეთისთვის სიმართლის თქმა. თუ ჩვენ გვინდა დონბასის დაბრუნება, მაშინ მოდით და თუ გვინდა, უბრალოდ ვიაროთ და ვისაუბროთ ამაზე, მაშინ არაფერი გავაკეთოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.