ვლადიმირ ზელენსკი - რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას ჯერ ვერ ვხედავთ
რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას ჯერ ვერ ვხედავთ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ „ბიბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ნებისმიერ საფრთხეზე მშვიდად რეაგირებენ.
„სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ ვრეაგირებთ არსებულ რეალობაზე და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ შეიარაღებული ძალების გაყვანას. ყველა ნორმალური ადამიანი დეესკალაციას ელოდება. რაც შეეხება საფრთხეებს, უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ მშვიდად ვრეაგირებთ ნებისმიერ საფრთხეზე, რადგან გვახსოვს, რომ ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა. ეს უკვე რამდენიმე წელია, ხდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ როდესაც შეიარაღებული ძალების გაყვანა დაიწყება, ამას ყველა დაინახავს, თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ განცხადებებია.