ვლადიმირ ზელენსკი - რისკები აწმყოში გვაქვს, კონკრეტიკა გვინდა, ღიად გვითხარით, რომ ნატო-ში არასდროს ვიქნებით
ვლადიმირ ზელენსკი - რისკები აწმყოში გვაქვს, კონკრეტიკა გვინდა, ღიად გვითხარით, რომ ნატო-ში არასდროს ვიქნებით

უკრაინის არმია უნდა განვითარდეს, მიუხედავად იმისა, შევა თუ არა ეს სახელმწიფო ალიანსში, –
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას მეტი კონკრეტიკა სჭირდება ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„ნატო-ზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ საკითხზე უფრო სიღრმისეულად უნდა ვიმსჯელოთ. ვიცი, რომ ეს კითხვა ნატო-ს რამდენიმე, ან ზოგიერთ წევრს არ მოსწონს, მაგრამ ჩვენ კონკრეტიკა გვინდა. უნდა გვქონდეს რაღაცის იმედი, ამიტომ ნატო უსაფრთხოების გარანტია. ეს პირველი. მეორე არის ის, რომ იმის მიუხედავად, როდის ვიქნებით ნატო-ში, ან საერთოდ თუ ვიქნებით ალიანსში, სამწუხაროდ, ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ ნამდვილად ვავითარებთ ჩვენს არმიას. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი. ახლა ჩვენ ნამდვილად გვესმის, თუ ნატო-ში არ ვართ, მაშინ თავად დავიცავთ თავს და როდესაც საკუთარ თავს იცავ, როდესაც ერთი ერთზე ხარ ძალიან რთულ სახელმწიფოსთან, რას ნიშნავს „სანქციები შემდეგ“. ვისთვის არის ისინი მიმართული, რისთვის არის? ესენი უკრაინას ეხება? მაპატიეთ, სამწუხაროდ არა. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ, თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება „სანქციები „მოგვიანებით? შესაბამისად, სანქციებზე საუბარი, რა თქმა უნდა, არაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს მიუთითებს ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან სრულმასშტაბიანი აგრესიის შეკავებაზე, მაგრამ არ შეიძლება, ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე გაკეთდეს. ჩვენ 15 ათასი დაღუპული გვყავს და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა სანქციებს „შემდეგ“ განიხილავს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ნატო-მ ღიად უნდა დააფიქსიროს, აქვს თუ არა უკრაინას ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა.

„მითხარით მიზეზები. ჩვენ ნატო-ში არ ვართ. თქვით, რომ ნატო-ში არ ვართ, ღიად თქვით, რომ ჩვენ იქ არასდროს ვიქნებით. ალიანსის წევრებიდან ვიღაც ამაზე ლაპარაკობს, ვიღაცას საუბრის ეშინია. ვიღაც ამბობს – „იცით, რომ არა ეს სახელმწიფო, ჩვენ მხარს აუცილებლად დაგიჭერდით“. ვიღაც სხვა რამეს ამბობს – „როდესაც ყველა მხარს უჭერს, ჩვენც მხარს ვუჭერთ“. რატომ უნდა ვისაუბროთ მომავალზე, როდესაც რისკები აწმყოში გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას ნატო-ში მიიღებენ და ალიანსს მისი დაცვა მოუწევს.

„ეს ძალიან სერიოზული გამოწვევებია ნატო-სთვის. ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ასე ფიქრობს და იმედი აქვთ, რომ არ გარისკავენ, არ გააწევრიანებენ უკრაინას, მაგრამ თუ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, ის ნატო-ს ზოგიერთი ქვეყნის საზღვრებზეც იქნება, აუცილებლად იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, შესაძლოა, პროვოკაციები მოხდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ.

„დარწმუნებულები ხართ, რომ ამ მომენტში, როდესაც ასეთი პატარა სახელმწიფოები იტყვიან, რომ ომი აქვთ ძალიან სერიოზულ არმიასთან, დაცული იქნებიან?“, – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.